ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ სხვადასხვა სახის საპროტესო აქცია გაიმართება.
როგორც მელიამ აღნიშნა, აქციები არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა რეგიონშიც ჩატარდება.
"ხვალ გაიმართება რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა თბილისში და არამხოლოდ თბილისში, რასაც ახლა არ დაავანონსებ, მაგრამ დილიდან ამ ყველაფერს იხილავთ. ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, ოპოზიციური პარტია, ამ საერთო საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული, რომ მიტაცებული არჩევნები უკან დაიბრუნონ, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა მოვიპოვოთ. ხვალ, 19:00 საათზე სირცხვილია აქ, რუსთაველის გამზირზე, აქციას გამართვს, ჩვენ კი სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა სახის საპროტესო აქციას გავმართავთ, არამხოლოდ თბილისში", - ამბობს მელია.
აღსანიშნავია, რომ ხვალ, 19:00 საათზე აქციას მოძრაობა სირცხვილიაც გამართავს.